ღონისძიება მომზადებულია პროექტის
"ფასეულობები ძალადობის წინააღმდეგ"
ფარგლებში.
მასში მონაწილეობა მიიღო #3 საჯარო სკოლის მეორე კლასის 30-მა მოსწავლემ.

ღონისძიებაზე გამოყენებულ იქნა თეა ლობჟანიძის (პროექტის კოორდინატორი) მოთხრობები ფასეულობითი განათლებისათვის.
დაიწერა და ითარგმნა ქართულად სიმღერები ფასეულობებზე შესატყვისი ტექსტებით.
დეკორაცია შექმნეს მშობლებმა.



Posted in | 0 Comments












ჩვენ თავაზიანობის სკოლა გვქონდა, მაგრამ იგი ბოროტმა ყარაბასმა და მისმა დამქაშებმა დაიპყრეს...











თოჯინები დანაღვლიანდნენ...საშველად ძლიერმა ბეტმენმა მეგობრებს უხმო!





...და, აი, ისინიც - ბურატინო, მალვინა და პიერო თავისი ოქროს გასაღებით. "სიკეთის გასაღები ხომ, ყველა გულის კარს აღებს!"



ბავშვებმა გადაწვტეს, რომ ყარაბასი გაამხიარულონ, ღიმილი ასწავლონ, თავაზიანი სიტყვები და გამოთქმებიც ასწავლონ. აბა, რისთვის აქვთ "თავაზიანობის სკოლა"?!
ღიმილს და თავაზიან სიტყვებს რომ ისწავლის, სიკეთის კეთება მოუნდება. სიკეთე კი აკეთილშობილებს ადამიანს. კეთილშობილი ყარაბასი კი თოჯინებს თავისუფლებას აჩუქებს... ასე ფიქრობდნენ და ამბობდნენ ბავშვები.

ბავშვებმა ამ ყველაფრის სწავლება ყარაბასისთვის , თეა ლობჟანიძის მოთხრობებზე შექმნილი სპექტაკლების ჩვენებით გადაწყვიტეს.






კეთილმა სპილომ და მისმა მეგობრებმა გადაარჩინეს ბაჭია, რათა მისგან მონადირის ცოლს გემრიელი კერძი არ გაეკეთებინა.
მაშინ მიხვდა ბაჭია რომ მარტო ბაჭიებთან მეგობრობა სულაც არ იყო საინტერესო...


მაშინ მიხვდა ყარაბასიც, რომ საინტერესო სწორედ ეგაა - რომ ჩვენ ყველანი ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან.




ყარაბასსაც მოუნდა მათთან მეგობრობა